გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს და საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი - კახა კალაძე

სულ ნახვები : 140
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს და საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ, დასავლეთში საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებულ განცხადებებთან დაკავშირებით განაცხადა.

„განცხადებები, რასაც ვისმენთ, არის თვალებში ნაცრის შეყრის მცდელობა. მე გეკითხებით, გახსოვთ 2012 წლამდე პერიოდი, რა ხდებოდა ქვეყანაში, როგორი დამოკიდებულება იყო თუნდაც განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ? დღეს ხედავთ, როგორ მიდის საარჩევნო კამპანია, როგორი დამოკიდებულებაა სხვადასხვა პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლების მიმართ. დღეს განსხვავებული სიტუაცია გვაქვს. ეს რადიკალები ვინც არიან, რადიკალური პოლიტიკური პარტიის წარმომადგენლები, პირიქით აბულინგებენ და შეურაცხყოფას აყენებენ მათ, ვინც მათ აზრზე არაა, სახლებში უვარდებიან თავიანთი ტელევიზიებით და ასე შემდეგ. ავიღოთ „გამჭვირვალობის კანონი“. როგორ შეიძლება გამჭვირვალობა იყოს ცუდი ან ეწინააღმდეგებოდეს განვითარებას, დემოკრატიულობას? გვსჯიან იმის გამო, რომ არ შევუერთდით სანქციებს და საქართველოში არ გავხსენით მეორე ფრონტი, ამით მხოლოდ და მხოლოდ ქართველ მეწარმეს და ქართველ გლეხს დავაზიანებდით. საქართველოს გამოყენება კი არ მოხდება არცერთი ქვეყნის ინტერესებისთვის. ჩვენ დავიცავთ ჩვენს ქვეყანას და დავიცავთ საკუთარ ხალხს", - განაცხადა თბილისის მერმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა