რა არის გახარიას მთავარი პირობა, რომელიც გადაწყვეტს ორი პოლიტიკური ძალის გაერთიანება - არ გაერთიანების საკითხს?

სულ ნახვები : 145
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„გახარია საქართველოსთვის“ წარმომადგენლის, მიხეილ დაუშვილის განცხადებით, მამუკა ხაზარაძის გუნდისგან ისინი ჯერ კიდევ ელოდებიან პასუხს, იმ სავარაუდო გაერთიანებაზე, რომელიც მათ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა შესთავაზა.

მისი თქმით, მთავარი პირობა, რომლის ირგვლივაც მოხდება გაერთიანება არის ის, რომ დასრულდეს ქვეყანაში ორპოლუსიანობა და ერთპიროვნული მმართველობა, რაც ნიშნავს იმას, რომ დასრულდეს „ქართული ოცნება“ და „ნაციონალური მოძრაობა“, როგორც მმართველი პოლიტიკური ძალები.

„ჯერ-ჯერობით მიმდინარეობს მოლაპარაკებების და ჩვენ ამ პროცესებს მივყვებით. ჩვენ მადლობას ვუხდით ქალბატონ პრეზიდენტს, რომელსაც ძალიან დიდი როლი აქვს ამ პროცესში და ექნება არჩევნების კონტექსტში ძალიან დიდი როლი და იმისთვის, რომ ჩვენ ყველაფერი გავაკეთოთ ხმების დასაცავად. რაც შეეხება უშუალოდ ამ მოლაპარაკეებს და სავარაუდო შედეგს, უნდა გვესმოდეს, რომ ეს ყველაფერი არ არის მარტივი და ამ პროცესს ბევრი სირთულე ახლავს თან. ჩვენთვის ამ პროცესში შესვლა ზოგადად და ამ გაერთიანებაზე ფიქრი და ზრუნვა არის ის და აქვს ის ერთადერთი ამოცანა რომ დასრულდეს ამ ქვეყანაში ერთპიროვნული და ერთპარტიული მმართველობა, დავასრულოთ ნაცმოძრაობის და ოცნების ეს დაუსრულებელი სპირალი, რომელიც ამ ქვეყანას ამუხრუჭებს, უნდა დავამთავროთ ორპოლუსიანობა, ჩვენ ამ ნაწილში ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი გამოცდილება გვაქვს 2021 წლის არჩევნებში, სადაც ორპოლუსიანობა დავამთავრეთ. როდესაც ჩვენ ამ მოლაპარაკებებში ვმონაწილეობთ და გაერთიანებაზე ვზრუნავთ ამ დროს ჩვენი მთავარი ინტერესები არის ქვეყნის ინტერესების დაცვა და ჩვენ პირველ პლანზე და ხარისხში ვაყენებთ სახელმწიფო ინტერესებს და მხოლოდ ამის შემდგომ იწყება ჩვენი პარტიული, ვიწრო ინტერესების. ჩვენ ველოდებით როგორ მიიღებს ლელო იმ მთავარ პირობას, რომ ჩვენი მისია არის ენმ-ს და ოცნების ორპოლუსიანობის დასრულება. ყველაფერი რასაც ვაკეთებთ ეს არის სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე", - განაცახდა დაუშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა