დღეს ლეილა აბაშიძეს 95 წელი შეუსრულდებოდა

სულ ნახვები : 651
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

დღეს, პირველ აგვისტოს ქართული კინოს ლეგენდას, მსახიობ ლეილა აბაშიძეს 95 წელი შეუსრულდებოდა.

ცნობილი ქართველი მსახიობი 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.

ლეილა აბაშიძე 1940 წლიდან მუშაობდა კინოსტუდია „ქართულ ფილმში“. 1941 წელს მან ითამაშა კატოს როლი კონსტანტინე პიპინაშვილის ფილმში „ქაჯანა“. ლეილა აბაშიძემ 1951 წელს დაამთავრა თბილისის რუსთაველის სახელობის თეატრალური ინსტიტუტის სამსახიობო ფაკულტეტი. 1966 წელს მან ქალის როლის საუკეთესო შესრულებისათვის სიკო დოლიძის ფილმში „შეხვედრა წარსულთან“ ლენინგრადის საკავშირო კინოფესტივალის პირველი პრემია მიიღო.

ცნობილმა მსახიობმა შექმნა მრავალი კომედიური და დრამატული სახე. ის იყო მხატვრული ფილმების „მოლოდინი“ (1970), „კოშკები სდუმან“ (1978) სცენარის ავტორი, მხატვრული ფილმის „თბილისი, პარიზი, თბილისი“ სცენარის ავტორი და რეჟისორი. კინემატოგრაფისტთა კავშირის წევრი 1958 წლიდან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

კულტურა ► შოუბიზნესი ► Მეტის ნახვა