მოხალისეები თბილისის უბნებში გიორგი გახელაძეს ეძებენ

სულ ნახვები : 200
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თბილისში ოჯახი და პოლიცია პროფესორ გიორგი გახელაძეს ისევ ეძებს - მოხალისეები დღეს დედაქალაქის თითქმის ყველა უბანში შეიკრიბნენ და ეძებენ.

სატელეფონო ანძის ჩვენების მიხედვით, ის 19 ივნისს ვაკის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა, თუმცა როგორც ირკვევა, იმ დღეს პარკში დამონტაჟებული კამერები არ მუშაობდა, ამიტომ ჩანაწერი იმასთან დაკავშირებით თუ რა მიმართულებით წავიდა გახელაძე ვერ დადგინდა.

ოჯახის ცნობით, გახელაძე სახლიდან 19 ივნისს გავიდა და აღარ დაბრუნებულა.57 წლის კაცს აცვია ლურჯი ფერის პოლო მაისური, ლურჯი ფერის Cargo (ჯიბეებიანი) შარვალი და ღია ფერის ხაკისფერი კეპი აქვს. თუ ფლობთ რაიმე ინფორმაციას, დარეკეთ შემდეგ ნომრებზე: 599 31 10 90; 555 30 01 87; 551 08 90 65

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა