„შავმა ლომმა“ ესპანური „იბერიანსი“ დაამარცხა

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

  „შავმა ლომმა“ ავჭალაში დამაჯერებელი თამაში უჩვენა და ესპანეთის „იბერიანსი“ 47:21 დაამარცხა. გუნდი ევროპის სუპერ თასის ზედიზედ მეოთხედ მოგებასთან ძალიან ახლოსაა.

„ჩვენი გუნდი ტურნირის განმავლობაში პროგრესირებს, რაც დღევანდელმა მატჩმა კიდევ ერთხელ კარგად დაგვანახა“, – განაცხადა ნამატჩევს „შავი ლომის“ მთავარმა მწვრთნელმა.

რაც შეეხება ტურნირის ჩემპიონობას, ქართველების კონკურენტი პორტუგალიური „ლუსიტანუშია“, რომელსაც ერთი წაგება სწორედ „შავ ლომთან“ აქვს. ჩემპიონის ვინაობა 12 ოქტომბერს თბილისში გამოვლინდება, როცა საქართველოს სწორედ „ლუსიტანუში“ ესტუმრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა