კოალიციას შევუკრავ იმას, რომელიც უკეთეს პირობას დადებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის - იაგო ხვიჩია

სულ ნახვები : 76
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კოალიციას შევუკრავ იმას, რომელიც უკეთეს პირობას დადებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის - აცხადებს გირჩის ლიდერი იაგო ხვიჩია.

ხვიჩიამ განაცხადა, რომ რომელი პარტიაც გირჩის ხედვებს პირველი დათანხმება, მასთან ითანამშრომლებენ და არ აქვს მნიშვნელობა, ეს "ნაცები" იქნებიან, "ქოცები" თუ ისინი, ვინც "ქოცებზე მეტად არ მოსწონს ხალხს".

"მე ზოგადად ქოცკრიტიკოსებს ვეთანხმები ქოცების კრიტიკაში, პრობლემა არ მაქვს, პრობლემა იმაში მაქვს, რომ ნაცკრიტიკოსებსაც ვეთანხმები ნაცების კრიტიკაში, ამიტომ მე ამ წუთის მოცემულობით... ვიღაცა ასეთ ეპითეტს იტყვის, ვიღაცა ისეთს, მე ეპითეტების მიღმა ვაზროვნებ და ვამბობ, რომ მე მხარს დავუჭერ იმას, რომელიც დათანხმება ჩვენს სასამართლო რეფორმას, თუ ამას პირველი მოვა და შემომთავაზებს ქართული ოცნება, ვითანამშრომლებ ქართულ ოცნებასთან, თუ შემომთავაზებს ნაცები, ვითამანამშრომლებ ნაცებთან, თუ სხვას ექნება ძალაუფლება, ეს გააკეთოს - ლელო, გახარიები, მე არ მჯერა, რომ ეს მოხდება, მაგრამ ნებისმიერი, აი, ქოცებზე მეტადაც რომ არ მოგწონდეთ ვინმე, ასეთიც, იმიტომ, რომ მე არ ვმოქმედებ ჩემი პირადი სიყვარულით, სიმპათიით, მეგობრობა შემიძლია თუ არა ვიღაცასთან, საქმეზე ვარ ამ პროფესიაში, სანამ ვმუშაობ, მანამდე საქმით ვაზროვნებ და არა იმით - მე პირადად მომწონს თუ არა. ამიტომ, კოალიციას შევუკრავ იმას, რომელიც უკეთეს პირობას დადებს ამ ქვეყნის მოქალაქეებისთვის" - განაცხადა იაგო ხვიჩიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა