ჯო ბაიდენის აცხადებს, რომ „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი სამართლიანია

სულ ნახვები : 62
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 ჯო ბაიდენის განცხადებით, „ჰეზბოლას“ ლიდერის, ჰასან ნასრალას სიკვდილი არის სამართლიანი ქმედება მისი მრავალი მსხვერპლის საპასუხოდ. პარალელურად, ბაიდენმა მხარეებს ახლო აღმოსავლეთში კონფლიქტების დეესკალაციისკენ მოუწოდა.

 ბაიდენმა აღნიშნა, რომ შეერთებული შტატები „სრულად უჭერს მხარს ისრაელის უფლებას, დაიცვას საკუთარი თავი „ჰეზბოლასგან,“ „ჰამასისგან“, ჰუსიტებისგან და ნებისმიერი ტერორისტული ჯგუფისგან, რომელსაც ირანი უჭერს მხარს.“

„ჩვენი მიზანია როგორც ღაზაში, ასევე ლიბანში მიმდინარე კონფლიქტების დეესკალაცია დიპლომატიური გზებით. ღაზაში ჩვენ ვცდილობთ გაერო-ს უშიშროების საბჭოს მხარდაჭერით მივაღწიოთ შეთანხმებას ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების შესახებ. ლიბანში კი, ვაწარმოებთ მოლაპარაკებებს შეთანხმებაზე, რომელიც უზრუნველყოფს, რომ ხალხი სახლებში უსაფრთხოდ დაბრუნდნენ“ – აღნიშნულია ჯო ბაიდენის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა