საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა იწყება

სულ ნახვები : 172
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველო-ალბანეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება  ინფორმაციას „ეროვნული ნაკრები“ ავრცელებს.

„14 ოქტომბერს, საქართველო-ალბანეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 28 სექტემბერს, 12:00 საათზე დაიწყება. მატჩი მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გაიმართება, ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება“, -  წერს „ეროვნული ნაკრები“ სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ერთა ლიგის ფარგლებში, საქართველო-ალბანეთის პირველ მატჩში, ანგარიში 4:1, საქართველოს სასარგებლოდ დასრულდა. აქვე შეგახსენებთ იმასაც, რომ საქართველოს ეროვნული ნაკრები, 11 ოქტომბერს, უკრაინის ნაკრებს შეხვდება. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა