სანქციები, ფინანსური დახმარების შემცირება და ვიზალიბერალიზაციის გაუქმება - რა გადაწყვეტილებას მიიღებს ხვალ EU-ს მინისტერიალი

სულ ნახვები : 373
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ხვალ, 24 ივნისს, ლუქსემბურგში ევროკავშირის მინისტერიალი გაიმართება, სადაც ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები „ქართული ოცნების“ მაღალჩინოსნების,  რუსული კანონის მხარდამჭერი დეპუტატებისა და დარბევების ორგანიზატორების სანქციებზე, ფინანსური დახმარების შემცირებასა და ვიზალიბერალიზაციის გაუქმებაზე იმსჯელებენ.

ამის შემდეგ კი განხილვა ევროკავშირის სამიტზე გაგრძელდება, რომელიც 27 ივნისს ბლიუსელში გაიმართება.

„ქართული ოცნების“ პროპაგანდა რომ აბსოლუტურად იფუშება მოწმობს 24-ში საგარეო საქმეთა მინისტრების საკმაოდ კრიტიკული განხილვა „ქართული ოცნების“ ხელისუფლების მიმართ და ქართველი ხალხის მხარდამჭერი. ისევე როგორც შემდგომ, 27-ში, იმ დოკუმენტის განხილვა, სადაც პროგრესი იყინება ევროკავშირის მისამართით, სადაც დაფინანსების შეჩერებაზეა საუბარი, მათ შორის, პერსონალურ სანქციებსა და თუ ვიზალიბერალიზაციის შეწყვეტაზე“ , - განაცხადა ოპოზიციონერმა დეპუტატმა, თეონა აქუბარდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა