სავარაუდო ყაჩაღობა მუხიანში - დაკავებულია ერთი პირი

სულ ნახვები : 271
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

სავარაუდო ყაჩაღობა მუხიანში - ნონეშვილის ქუჩაზე არსებულ სუპერმარკეტ „ლიბრეში“ გასამოძებო მოქმედებები მიმდინარეობდა.

თვითმხილველები ორ ვერსიაზე საუბრობენ და ამბობენ, რომ შეიარაღებული მამაკაცი თავის შესაფარებლად შევიდა მარკეტში, ხოლო ნაწილი ამბობს, რომ ყაჩაღობისთვის, თუმცა როგორც ირკვევა, თანხა არ არის წაღებული.

„გარეთ იყო ჩოჩქოლი და ხმაური, დაახლოებით პირველ საათზე. ნასვამ მდგომარეობაში იყო მამაკაცი, რომელიც დააკავეს“, - ამბობს „ლიბრეს“ ერთ-ერთი თანამშრომელი.

35 წლამდე შეიაღებული მამაკაცი სამართალდამცველებმა ცხელ კვალზე დააკავეს. ჯერჯერობით უწყებას ოფიციალური განცხადება არ გაუვრცელებია მომხდართან დაკავშირებით.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა