ჩვენ დაგვანახა ჩვენმა თამაშმა, რომ შესაძლებელია კარგად ვითამაშოთ - აჩი არველაძე

სულ ნახვები : 99
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

მწვრთნელებიც გაიზარდნენ, ჩვენმა ფეხბურთელებმაც მიიღეს გამოცდილება. საბოლოო ჯაში მაყურებელმაც, გულშემატკივარმაც. აღარ არიან აგრესიულები. აღარ არიან იმით დატვირთულები, რომ მაინც და მაინც ბევრი შეტევა უნდათ  - ამის შესახებ აჩი არველაძემ განაცხადა.

„მწვრთნელებიც გაიზარდნენ, ჩვენმა ფეხბურთელებმაც მიიღეს გამოცდილება. საბოლოო ჯამში მაყურებელმაც, გულშემატკივარმაც. აღარ არიან აგრესიულები. აღარ არიან იმით დატვირთულები, რომ მაინც და მაინც ბევრი შეტევა უნდათ ან განსაკუთრებული რამის გაკეთება, თუ საბოლოო ჯამში შედეგს მივიღებთ. ჩვენ დაგვანახა ჩვენმა თამაშმა, რომ შესაძლებელია კარგად ვითამაშოთ. ხანდახან ცუდადაც ვითამაშოთ, მაგრამ რაღაც შედეგამდე მივიდეთ. ამას არ ჰქვია „რაღაც შედეგი“, ჩემი აზრით, შედეგი იყო არაჩვეულებრივი, ევროპაზეც გავედით და ყველა თამაშზე გოლი შევაგდეთ. ყველა თამაშზე განსაკუთრებული მომენტები გვქონდა. განსაკუთრებულად შეიძლება აღვნიშნო თურქეთთან შეხვედრა, 5-6 კარგი საგოლე მომენტი გვქონდა მიუხედავად იმისა, რომ დავმარცხდით. ჩეხეთთან ურთულეს თამაშზე ქულა ავიღეთ. და რა თქმა უნდა, პორტუგალია, რომელთანაც ფაქტობრივად უშეცდომოდ ვითამაშეთ დაცვაში და ყველა მნიშვნელოვანი შეტევა, რომელიც განვახორციელეთ, იყო სახიფათო“ - განაცხადა აჩი არველაძემ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა