ქვეყანაში არ იარსებებს თავისუფლი მედია - ლევან ხაბეიშვილი

სულ ნახვები : 105
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

26 ოქტომბერს ან დავიხსნით ჩვენს ქვეყანას ამ კრიმინალური რეჟიმისგან და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირისკენ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, - ამის შესახებ დღეს, ენმ-ს პოლიტიკური საბჭოს ხელმძღვანელმა, ლევან ხაბეიშვილმა პარტიის ოფისში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა.

მისი თქმით, ყველა ის სამთავრობო ცვლილება, რომელიც ახლა შეიძლება მოხდეს არის მეასეხარისხოვანი.

„მეასე ხარისხოვანია ყველა ის სამთავრობო გადაადგილება, რომელიც ახლა იქნება. ეს არ არის სამთავრობო გადაადგილებები, ეს არის ბიძინა ივანიშვილის კარზე ვაჭრობა.

ყველას უნდა გვესმოდეს, რომ პროკურატურაც, სასამართლოც, ადამიანის უფლებების მიმართულებით ძალიან ბევრი სამუშაო იქნება არჩევნების შემდეგ, დღეს არ არსებობს ეს სტრუქტურები სახელმწიფოში, ეს აქვს მიტაცებული ივანიშვილს დაწყებული შინაგან საქმეთა სამინისტროდან, გაგრძელებული სასამართლოთი და პროკურატურით.   ამიტომ უნდა დაივიწყოთ ახლა ეს თემები, მთავარი თემა არის არჩევნები, მთავარი თემა არის 26 ოქტომბერი.

26 ოქტომბერს ან დავიხსნით ჩვენს ქვეყანას ამ კრიმინალური რეჟიმისგან და გავაგრძელებთ გზას ევროკავშირისკენ, რაც არის ძალიან მნიშვნელოვანი მათ შორის ჩვენი ქვეყნის ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, თუ არა და ახლა რაზეც თქვენ საუბრობთ - გადაადგილებებზე, ეს იქნება მეათასე ხარისხოვანი მარტივი მიზეზით - არავის დააინტერესებს ვინ იქნება ამ ქვეყანაში პროკურორი, პოლიციელი და სხვა. რატომ? - იმიტომ რომ ქვეყნის რუსეთიზაცია მოხდება ბოლომდე და ამ ქვეყანაში არ იარსებებს არც დემოკრატია, არც თავისუფალი მედია, არც ოპოზიციური არხები და არც თავისუფალი სიტყვა, ისე როგორც ახლა სურს ივანიშვილს და ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ საქართველოში იყოს რეჟიმი.

გულწრფელად გეუბნებით არც ერთი არ არის ჩემთვის საინტერესო, ეს ყველაფერი არის დროებითი, 26 ოქტომბერს ყველაფერი უნდა შეიცვალოს ამ ქვეყანაში მათ შორის მიდგომები, მათ შორის პროკურორის არჩევის წესი, მათ შორის სასამართლო კლანი და ა.შ.

ამიტომ 26 ოქტომბერი იქნება ჩვენი ქვეყნისთვის განმსაზღვრელი და არა ის, თუ ვის დაამტკიცებენ ერთი და ორი თვით ამა თუ იმ თანამდებობაზე.“- განაცხადა  ხაბეიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა