ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის გადახედვას.. ვიმედოვნებ, ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება - დანიგანი

სულ ნახვები : 114
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო წვრთნების გაუქმება, – ამის შესახებ საქართველოში აშშ-ს ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

ელჩი იმედს გამოთქვამს, რომ საქართველოსა და აშშ-ს შორის ურთიერთობა დაბალანსდება.

„ვფიქრობ, თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება ძალიან მკაფიო იყო. სამწუხაროა, მაგრამ გაუგებარი არ არის. მე ძალიან მკაფიოდ ვამბობდი, რომ ეს არ არის ის, სადაც შეერთებულ შტატებს სურს, რომ იყოს. აშშ-ს სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა, რომ ჩვენ ვახორციელებთ ორმხრივი ურთიერთობის აბსოლუტურ გადახედვას და როგორც ამ განხილვის ნაწილი, სამწუხაროდ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ საჭირო იყო აღნიშნული წვრთნების გაუქმება, პარტიის ზოგიერთი წევრის საჯარო განცხადებების გამო აშშ-სა და ჩვენს განზრახვებზე ამ ქვეყანაში. ასე რომ, ვფიქრობ, შემიძლია, გავიმეორო თავდაცვის დეპარტამენტის განცხადება, რომელიც, ჩემი აზრით, ძალიან მკაფიოა. იმედი მაქვს, რომ ჩვენი ურთიერთობები დაბალანსდება“, – განაცხადა დანიგანმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა