პრეზიდენტის როლი არის ფუნდამენტური და სასიცოცხლო - გია ხუხაშვილი

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტის როლი არის ფუნდამენტური და სასიცოცხლო, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პოლიტოლოგ გია ხუხაშვილმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა.

„ის ჩვენი ევროინტეგრაციის პროცესის გაგრძელების კუთხით მუშაობს იმისთვის, რომ ეს დეგრადაციის პროცესი ევროკავშირთან, აშშ-თან შეაჩეროს. საკმაოდ წარმატებული ვიზიტი იყო და ამის შესახებ ისაუბრა.

მე არ წარმოვადგენ პარტიას, ამიტომ პრემიერ-მინისტრის კანდიდატურაზე საუბარი არ გვქონია.

პრეზიდენტის როლი არის ფუნდამენტური და სასიცოცხლო. ამ არჩევნებზე ორ კითხვაზე უნდა გავცეთ პასუხი: პირველი - საით მიდის საქართველო, რუსეთის იმპერიაში, თუ ევროპის მომართულებით. მეორე - პარტიები. პირველ თემაზე, სარეფერენდუმო საკითხზე, პრეზიდენტს ცენტრალური როლი აქვს, ის არის მედროშე დღევანდელი განვითარების ვექტორის.

მას აქვს კონსტიტუციური შეზღუდვა, ის ვერ ექნება პარტიულად მიკერძოებული, თუმცა როგორც გარანტი როგორც ხელისუფლების გადაბარების, თუ ლეგიტიმურობის, მისი როლი არის მნიშვნელოვანი“,- განაცხადა გია ხუხაშვილმა.

ცნობისთვის, საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი დღეს, 5 ოქტომბერს პარტიებისა და სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლების ნაწილს შეხვდა. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა