საქართველო, უკვე რამდენიმე წელია მიჰყვება რუსულ სცენარებს - სალომე ზურაბიშვილი

სულ ნახვები : 91
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველო, უკვე რამდენიმე წელია მიჰყვება რუსულ სცენარებს, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა „ტვ პირველთან“ განაცხადა,

მისივე თქმით, ივანიშვილის გუნდი თავიდანვე რუსეთზე იყო გამობმული და ეს ინიღბებოდა.

„ის რაც „ქართული ოცნებისგან“ საარჩევნოდ გვესმის, რომ მმართველი გუნდიც, ყველაფრის მიუხედავად მიდის ევროპისკენ, ისეთივე ტყუილია, როგორი ტყუილიც იყო საბჭოთა კავშირში, მაშინაც საბჭოთა კავშირი ირწმუნებოდა, რომ თვითონ იყო დემოკრატიული, თვითონ იყო ყველაფერი ის, რაც რეალურად დასავლეთში იყო და საკუთარ თავზე იბრალებდა. იგივეა დღეს - „ჩვენც მივიყვანთ ქვეყანას ევროკავშირისკენ“ სად მიიყვან, როცა ყველა გეუბნება, რომ ამ ფორმით, რუსული კანონით და სხვა კანონებით, ამ მიდგომით, პარტნიორების ყოველდღიური ლანძღვით, მოგონილი რაღაც „ომის პარტიით“, ვერანაირად ვერ შემოხვალთ ევროკავშირში, მაგრამ ეს ფანჯარა ქართველი ხალხისთვის ღიაა, რომელსაც აქვს შანსი, როგორც ამას დემოკრატია ითხოვს, საკუთარი სათქმელი არჩევნებზე თქვას.

მე არ ციცი, ვის თავში რა ტრიელებს, ვინ ვისზეა დამოკიდებული ან რატომ, ან რა არის ის უხილავი ძაფები რაც აკავშირებთ ვიღაცებს მოსკოვთან თუ მოსკოვის ზოგიერთ წრეებთან, მაგრამ ფაქტია, რომ საქართველო, უკვე რამდენიმე წელია (ორწელიწად ნახევარია) მიჰყვება რუსულ სცენარებს“, - განაცხადა ზურაბიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა