„ეს დასტური მივიღე“ - რა გარანტიები მიიღო სალომე ზურაბიშვილმა ევროკავშირისგან

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართელოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი ევროპელ ლიდერებს კონკრეტული მისიით შეხვდა. პრზიდენტი „ნოდარ მელაძის შაბათთან“ იმ მიღებულ გარანტიებზე საუბრობს, რომელიც მან ევროკავშირისგან მიიღო.

საქართველოს მეხუთე პრეზიდენტი პირდაპირ ამბობს, რომ რუსული კანონის მიმღები ხელისუფლება ქვეყანას ევროკავშირში ვერ შეიყვანს.

ზურაბიშვილის თქმით, ევროკავშირის ლიდერები გადამწყვეტი არჩევნების შედეგებს ელოდებიან.

„მე მინდოდა სწორედ ამ მომენტში, როცა ვემზადებით არჩევნებისთვის, გამეგო და მეთხოვა მათგან, რომ როცა საქართველოს მოსახლეობა თავისას იტყვის და დაადასტურებს იმას, რაც ადრე თქვა ქუჩაში, მაგრამ ახლა დაადასტურებს საარჩევნო ურნაში, რომ საქართველოს მოსახლეობა რჩება ევროპის მომხრედ. დაგვაბრუნებენ ჩქარა იმ გზაზე, საიდანაც მოგვგლიჯა ოცნებამ. ეს დასტური მივიღე. რომ ის გზა არის შეჩერებული მხოლოდ, ჩვენი გადასაწყვეტი არის, არავინ არაფერში ერევა არჩევნებამდე.

ყველა ჩვენ გველოდება არჩევნებამდე. ქართველი ხალხის გადასაწყვეტია, ამ გზას დაუბრუნდება, უნდა ეს გზა თუ არ უნდა?! და თუკი გვინდა, რაშიც დარწმუნებული ვარ, ეს გზა გველოდება და გველოდება იმავე ტემპით რაც უნდა ყოფილიყო - ანუ აჩქარებულად დავუბრუნდებით. კალენდარიც ცნობილია, 2025 წლის ივნისში ევროპული საბჭო კვლავ  შეიკრიბება. პოლონეთის პრეზიდენტ დუდასთან შეხვედრა, რომელიც ევროპული საბჭოს მომავალი თავმჯდომარეა, ამიტომ იყო მნიშვნელოვანი.

ევროკომისიის პრეზიდენტმა ურსულა ფონ დერ ლეიენმა თქვა, რომ არჩევნების შემდეგ, თუკი საქართველომ დაადასტურა, საკუთარი ნება, მე უთუოდ ჩამოვალ, იგივე განაცხადა საფრანგეთის პრეზიდენტმა მაკრონიმ. ასე რომ ჩვენს მიმართ მზადყოფნა არსებობს - დავრწმუნდი, რომ ფანჯარა, რომელიც ჩვენთვის გაიხსნა, რომელსაც უნდა ვუმადლოდეთ უკრაინას, ეს ფანჯარა გახსნილია და შეგვიძლია დავუბრუნდეთ“, - განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა