ხვალ, თბილისის ოთხ რაიონში შუქი გაითიშება - დეტალები

სულ ნახვები : 91
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სხვადასხვა სამუშაოების ჩატარების გამო, 6 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება, - ინფორმაციას „თელასი“ ავრცელებს.

შეზღუდვა შეეხება შემდეგ რაიონებს:

გლდანის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: გლდანის მასივის VI, VII, VIII მიკრორაიონების, ლესელიძის, მებაღიშვილის, პატარა ტბის, წამალაშვილის, ქერჩის, მიხეილ ხერგიანის და წინამძღვრიშვილის ქუჩების მოსახლეობას.

კრწანისის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 11:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: პუშკინის, დიუმას, ნიშნიანიძის, საადის, ბეთლემის, აჯიაშვილის, სამღებროს, სალმის, გომის, ზდანევიჩების, გორგასლის, ორპირის, ხონელის, სოღანლუღის, გრიშაშვილის, შუშინის და ტაბახმელის ქუჩების მოსახლეობას.

ჩუღურეთის რაიონი

გადაუდებელი სამუშაოების გამო 10:00 საათიდან 17:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ცოტნე დადიანის გამზირის (ნაწილობრივ), გრომოვის, ზაქარია ვეშაპურის, გურგენიძის, ლალიონის, მეუნარგიას, ზაქრაძის და ქურდიანის ქუჩების მოსახლეობას.

საბურთალოს რაიონი

ქსელში გადართვების გამო 01:00 საათიდან 04:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აღმაშენებლის ხეივნის მე-12 კილომეტრის, დიღმის მასივის I კვარტლის, ქართულ-ამერიკული მეგობრობის გამზირის, პაპაშვილის, ბელიაშვილის, შალიკაშვილის, ჯორჯ ბალანჩინის, კვიჭიძის, დისევის, გვირილების, ლუბლიანას და გივი ჟვანიას ქუჩების მოსახლეობას.

კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა