ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს - ბენიამინ ნეთანიაჰუ

სულ ნახვები : 96
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს, – ამის შესახებ ისრაელის პრემიერ-მინისტრმა, ბენიამინ ნეთანიაჰუმ განაცხადა.

„ირანმა ჩვენი ტერიტორიისა და ქალაქების მიმართულებით ორჯერ გაუშვა ასობით რაკეტა – ისტორიაში ბალისტიკური რაკეტებით ერთ-ერთი უმსხვილესი თავდასხმა. მსოფლიოში არცერთი ქვეყანა არ შეეგუებოდა ასეთ თავდასხმას თავის ქალაქებსა და მოქალაქეებზე, არც ისრაელის სახელმწიფო შეეგუება. ისრაელს აქვს მოვალეობა და უფლება, დაიცვას თავი და უპასუხოს ამ თავდასხმებს და ჩვენ ამას აუცილებლად გავაკეთებთ“, – განაცხადა ისრაელის პრემიერ-მინისტრმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა