70 დაღუპული - ჰაიტიში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა

სულ ნახვები : 120
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ჰაიტის დედაქალაქ პორტ-ო-პრენსთან ახლოს მდებარე ქალაქში კრიმინალურმა დაჯგუფებამ მოქალაქეებს ცეცხლი გაუხსნა, შედეგად, სულ მცირე, 70 ადამიანი დაიღუპა. 6 000-ზე მეტი ადამიანი კი იძულებული გახდა, გაქცეულიყო.

ადგილობრივი ხელისუფლების ცნობით, დაწვეს მანქანები და სახლები.

კრიმინალური დაჯგუფების, „გრან გრიფის“ ლიდერმა, ლუკსონ ელანმა განაცხადა, რომ ეს იყო პასუხი მოქალაქეების დუმილზე მაშინ, როცა პოლიცია მათი დაჯგუფების წევრებს კლავს.

ვარაუდობენ, რომ მსხვერპლთა რაოდენობა ბევრად მეტია.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა