ცახალმა სირიაში ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს შენობა დაბომბეს
სულ ნახვები :
181
...
ისრაელის საჰაერო ძალებმა, სირიის დედაქალაქ დამასკოში დაარტყეს იმ შენობას, სადაც მდებარეობს რუსეთის მიერ დროებით ოკუპირებული აფხაზეთის საელჩო. დაბომბვის შედეგად დაიღუპა 3 ადამიანი, შენობა კი განადგურდა.
ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. საელჩოს შენობაზე განხორციელებული ავიაიერიში დაგმო აფხაზთა ე.წ. საგარეო საქმეთა სამინისტრომ.
„ასეთი მიუღებელი თავდასხმები, რომლებიც აკრძალულია საერთაშორისო ჰუმანიტარული სამართლის მიხედვით, დაუყოვნებლივ უნდა შეწყდეს“, - ნათქვამია ოკუპირებული აფხაზეთის საგარეო უწყების განცხადევაში.