რუსებმა კურსკში შეჭრის ფაქტზე ქართველი მებრძოლის, რატი ბურდულის წინააღმდეგ საქმე აღძრეს
სულ ნახვები :
135
...
უკრაინის შეიარაღებული ძალების შემადგენლობაში, კურსკის რაიონში შეჭრის ფაქტზე საქართველოდან დაქირავებული ჯარისკაცის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმეა აღძრული, განუცხადეს TAСС-ს რუსეთის საგამოძიებო კომიტეტის პრესსამსახურში.
„საქართველოდან დაქირავებული რატი ბურუდლი ეჭვმიტანილია მკვლელობაში, დაქირავებულ საქმიანობაში, რუსეთის საზღვრის უკანონო გადაკვეთაში, სამართალდამცავი ორგანოების თანამშრომლის სიცოცხლის ხელყოფასა და ქონების განზრახ განადგურებასა და დაზიანებაში“, - ამბობენ რუსები.
რატი ბურდული უკრაინის ხელისუფლებამ არაერთხელ დააჯილდოვა ღავდადებისა და მამაცობისთვის.