ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან გლობალური ომის პარტიის ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი, უცნაური შეთქმულების თეორია - დანიგანი

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

 აშშ-ს ელჩმა საქართველოში რადიო თავისუფლებასთან "გლობალური ომის პარტიასთან" დაკავშირებით  ისაუბრა. კითხვაზე, განიხილავენ თუ არა "გლობალური ომის პარტიას" ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრებზე, დენიგანმა უპასუხა, რომ საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებთან არაერთხელ უთქვამს, რომ "გლობალური ომის პარტია" არის დეზინფორმაციული ნარატივი.

"ალბათ, დავიწყებ შეკითხვის ამ ნაწილით - განვიხილავ თუ არა, ვინაიდან ვრცელდება აგრეთვე დეზინფორმაცია, რომ ჩვენ არ ველაპარაკებით მთავრობას, რომ მე არ ველაპარაკები მმართველი პარტიის ლიდერებს, რაც სავსებით არ შეესაბამება სიმართლეს. მტკიცედ მწამს, რომ უნდა გვქონდეს ღია, კონსტრუქციული დიალოგი. მე ხშირად ვხვდები პრემიერმინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრს, თავდაცვის მინისტრს, ამ ხელისუფლების ხელმძღვანელ პირებს - მათ უმრავლესობას, რადგან არსებობს გამონაკლისი ამ კუთხით. ამას ვაკეთებ იმის გამო, რომ მსურს ამ ურთიერთობების გაუმჯობესება. სიმართლეა ისიც, რომ მთავრობისთვის გაცხადებული მაქვს, რომ "გლობალური ომის პარტიის" მოხმობა არის დეზინფორმაცია.

ის, რომ აშშ-ის მთავრობა, პრეზიდენტი, სხვები განიცდიან "გლობალური ომის პარტიის" ზეგავლენას, არის ყოველგვარი სიმართლისგან დაცლილი, უცნაური შეთქმულების თეორია. ჩვენი პრეზიდენტი, რომელიც არის დემოკრატიულად არჩეული, ჩვენი სახელმწიფო მდივანი, რომელიც დამტკიცებულია ორპარტიული სენატის მიერ, მე - ელჩი, რომელიც ვარ პრეზიდენტის წარმომადგენელი, აგრეთვე ვარ დამტკიცებული ორპარტიული სენატის მიერ, ვახორციელებთ პოლიტიკას ამ ქვეყნის მიმართ, როგორც დემოკრატიულად არჩეული ხელმძღვანელობა. ასე ვაწარმოებთ პოლიტიკას აშშ-ში და არა რომელიღაც უცნობი ძალის გავლით, რომლის შესახებაც სინამდვილეში არავის სმენია" - თქვა საქართველოში აშშ-ს ელჩმა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა