ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია - გახარია

სულ ნახვები : 102
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

"დღეს კარგი დღე იყო იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი უსუსური, არაფრის მაქნისი და არაფრის შემძლეა "ოცნება" - ამის შესახებ პარტია გახარია-საქართველოსთვის ლიდერი გიორგი გახარია საუბრობს.

გახარია აღნიშნავს, რომ ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია.

"დღეს კარგი დღე იყო იმის საილუსტრაციოდ, თუ როგორი უსუსური, არაფრის მაქნისი და არაფრის შემძლეა "ოცნება". მარტივი რამ მოხდა, დღეს ერთი მხრივ, შტატებმა ელჩის გავლით და ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში მოკლე ტექსტური შეტყობინებებით ყველაფერს დაარქვეს სახელი და თქვეს, რომ ადამიანი ზრუნავს მხოლოდ თავის ფულზე და ამ ფულის გამო მძევლად ჰყავს აყვანილი ქვეყანა. უხეშად ეს თქვეს. დღეს გამოვიდა ევროკავშირის ელჩი, რომელმაც თქვა, რომ ფორმალურადაც არ შეხვდებიან არავის საქართველოს მთავრობიდან. ამერიკამ თავისი ელჩის, ევროკავშირმა თავისი ელჩის სახით გვითხრა და რუსეთის ფედერაციამ საგარეო საქმეთა მინისტრის სახით გვითხრა, რომ დაივიწყეთ ეს ყველაფერი, ტერიტორიული მთლიანობა. 

ივანიშვილმა როგორღაც მოახერხა და გადაიკიდა ამერიკის შეერთებული შტატები, ევროკავშირი და რუსეთის ფედერაცია. ეს ყველაფერი არჩევნებამდე 3 კვირით ადრე ხდება, იმ გაუგონარი დაპირებების პირობებში, რომელსაც ასე უხვად იძლეოდნენ ბოლო 1 წლის განმავლობაში. ვფიქრობ, რომ ამომრჩეველი კარგად ხედავს, როგორ უსუსურ მდგომარეობაშია პერსონალურად ივანიშვილი და ის ელიტა, ის ხალხი, რომლებმაც რუსულ კანონს მისცეს ხმა და სიაში არის" - ამბობს გიორგი გახარია. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა