სააპელაციო სასამართლომ ცესკოს წინააღმდეგ სარჩელები არ დააკმაყოფილდა
...
სააპელაციო სასამართლომ არ დააკმაყოფილა ცესკოს წინააღმდეგ ემიგრანტებისათვის დამატებითი უბნების გახსნასთან დაკავშირებული სარჩელები.
სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილება კი შემდეგ ინსტანციაში აღარ განიხილება. სასამართლოს სარჩელებით არასამთავრობო ორგანიზაციის ISFED -მა „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთი წევრმა თამარ კორძაიამ და ყოფილმა მოსამართლემ, ბესარიონ ალავიძემ მიმართეს.
ცესკოს გადაწყვეტილებით, 26 ოქტომბრის არჩევნებისთვის 60 უბანი გაიხსნება - 42 ქვეყანაში. ოპონენტების განცხადებით, საზღვარგარეთ გაცილებით მეტი საარჩევნო უბნის გახსნა არის საჭირო, მათივე მტკიცებით, დევნილ ემიგრანტებს ცესკო სპეციალურად უქმნის ბარიერებს, რადგჰან იციან, რომ ისინი ხმას ხელისუფლებას არ მისცემენ.