უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი - ზელენსკი

სულ ნახვები : 66
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

უკრაინაში საიმედო მშვიდობა მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზეა შესაძლებელი, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ყოველდღიური მიმართვისას განაცხადა.

„მსოფლიოში არსებობს რესურსი, რომელიც საშუალებას მოგვცემს წინ წავიწიოთ „მშვიდობის ფორმულის“ მიხედვით. სწორედ ეს არის ჩვენი მიზანი, ჩვენი ამოცანა – უკრაინისთვის საიმედო მშვიდობისა და გრძელვადიანი უსაფრთხოების გარანტირება. ეს შესაძლებელია მხოლოდ საერთაშორისო სამართლის საფუძველზე, სუვერენიტეტით ან ტერიტორიებით ვაჭრობის გარეშე – სწორედ ისე, როგორც ეს „მშვიდობის ფორმულაშია“ გათვალისწინებული. უკრაინას სჭირდება ნამდვილი, სამართლიანი მშვიდობა. ეს შესაძლებელი იქნება მხოლოდ მაშინ, როცა ჩვენი ხალხიც და ჩვენი პარტნიორებიც ნამდვილად გაერთიანებულები იქნებიან. სწორედ ამისთვის ვმუშაობთ“,- განაცხადა ზელენსკიმ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა