გამჭირვალეობაზე ბევრს გველაპარაკებიან, დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში.. როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?! - პრეზიდენტი

სულ ნახვები : 101
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

"გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე?!", - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა, იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრის შერჩევაზე საუბრისას განაცხადა.

„ამ თვეში მე მევალება საქართველოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში ახალი წევრი წარვადგინო, ამისათვის პრეზიდენტის ადმინისტრაციაში სპეციალური კომისია შეიქმნა, რომელიც სწორედ მოდელირებულად, ერთგვარად იმ პროცესს ჩაატარებს, რომელიც ქარტიაშია გაწერილი და რომელსაც უცხო ენაზე „ვეტინგი“ ჰქვია და ჩვენთან გადასინჯვა, თუ შემოწმება, ჩვენი მართლმსაჯულების სისტემისთვის იმ მოსამართლეების, ვინც ახლად შედის ამ სისტემაში და ვინც უკვე არის, რადგანაც ეს არის მოთხოვნა.

ბევრს გველაპარაკებიან გამჭვირვალობაზე... გამჭვირვალეობის პირველი მოთხოვნა სწორედ ის არის, რომ ყველა დარწმუნებული უნდა ვიყოთ ვინ არიან ეს ადამიანები მართლმსაჯულების სისტემაში, ვენდოთ მათ და როგორ უნდა ენდო, თუ მათ შესახებ ყველაფერი არ არის გამჭვირვალე. ამიტომ მე ვუერთდები გამჭვირვალობის თემას, ოღონდ იმ მიმართულებით და იქ, სადაც ნამდვილად გვჭირდება სრული გამჭვირვალობა“, - განაცხადა პრეზიდენტმა. 

ცნობისთვის, საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრობის კონკურსში მონაწილეობის სურვილი ხუთმა პირმა გამოთქვა და საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციაში განაცხადი შეიტანა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა