პოლიტიკური გადაწყვეტილებით უნდა არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები - ბურჭულაძე აშშ-ს გადაწყვეტილებაზე

სულ ნახვები : 111
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

თავდაცვის ყოფილი მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე, აშშ-ს მიერ საქართველოში სწავლება "ღირსეული პარტნიორი 2024"-ის განუსაზღვრელი ვადით შეჩერებას ეხმაურება და აცხადებს, რომ "პოლიტიკური გადაწყვეტილებით უნდა არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები".

"რა თქმა უნდა, ეს დასანანია. მინდა, ჩვენს პარტნიორებს ვთხოვო, ვინც გადაწყვეტილებას იღებს ხოლმე ასეთ საკითხებზე, გასაგებია, რომ ამ მასშტაბის ღონისძიება არ არის მხოლოდ სამხედრო ღონისძიება, ეს არის სამხედრო პოლიტიკური ღონისძიება, მაგრამ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები ათეულობით წლების განმავლობაში იცავდნენ არამხოლოდ იმ ქვეყნებს, რომლებიც დღეს ნატო-ს წევრები არიან, არამედ მსოფლიო მშვიდობას.

ჩვენ ყოველთვის წითელი ხაზი უნდა გავავლოთ, რომ პოლიტიკური გადაწყვეტილებით არ დაისაჯონ ჩვენი სამხედრო მოსამსახურეები", - აღნიშნა ბურჭულაძემ.

ცნობისთვის, აშშ-ს გადაწყვეტილებით, საქართველოს ისტორიაში პირველად უქმდება ძალიან მსხვილი მასშტაბის და ძალიან დიდი ფუნქციური მნიშვნელობისსაერთო საწვრთნელი მრავალეროვნული პროგრამა „ღირსეული პარტნიორი“. 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა