მოსახლეობა დარჩენილია მოსავლის გარეშე - სტიქიის შედეგები წალენჯიხაში
![](https://cnews.ge/uploads/news_image/news_85276_1.jpg?v=1719989080)
სულ ნახვები :
135
![Მიახლოება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomIn-icon.png)
![გადიდება](https://cnews.ge/uploads/others/ZoomOut-icon.png)
![წაიკითხეთ მოგვიანებით](https://cnews.ge/uploads/others/Read-later.png)
![ბეჭდვა](https://cnews.ge/uploads/others/Print-icon.png)
...
დაზიანებული სახლები, განადგურებული თხილი და სიმინდი - ასეთია რეალობა წალენჯიხაში, რომელიც გუშინ, მოსულმა სეტყვამ და ძლიერმა ქარმა შექმნა.
„შეიძლება ითქვას, რომ 70 წლის განმავლობაში, მოსახლეობას არ ახსოვს მსგავსი გრიგალი. დაზიანებულია სოფლები:
ულურია, ლეჯოლოხე, მიქავა. რამდენიმე სახლს სახურავი მთლიანად გადახადა ხეები არის ძირფესვიანად მოგლეჯილი, ერთ-ერთ მოსახლეს კედელი მთლიანად ჩამოუნგრია იმდენად ძლიერი იყო ქარბორბალა. სახნავ-სათესი არის მთლიანად განადგურებული. მოსახლეობა ფაქტობრივად დარჩენილია მოსავლის გარეშე“, - განაცხადა წალენჯიხის მერის მოადგილემ, თამარ ბელქანიამ.