8 მლნ ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა - ქუთაისის ბულვარის დაუსრულებელი რეაბილიტაცია

სულ ნახვები : 162
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ქუთაისის ბულვარის დაუსრულებელი რეაბილიტაცია - ოპოზიცია აცხადებს, რომ ბულვარის რეაბილიტაციაში უკვე 8 მილიონია დახარჯული, თუმცა მხოლოდ 25 ასწლოვანი ხეა მოჭრილი.

როგორც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, გიგა შუშანია აცხადებს, 6 თვეზე მეტია რაც პროექტის გამოქვეყნებას ითხოვენ, თუმცა ამ დროის განმავლობაში მხოლოდ სურათები გამოაქვეყნეს.

„6 თვეზე მეტი გავიდა ჩვენი ბრიფინგიდან, სადაც პროექტის გამოქვეყნებას ვითხოვდით. მაგრამ, მხოლოდ სურათები გამოაქვეყნეს.

უკვე რვა მილიონი ლარი გადაურიცხეს კომპანიას, რომელმაც ამ დროის განმავლობაში მხოლოდ 25 ასწლოვანი ხე მოჭრა. გაურკვეველია რაში დახარჯეს რვა მილიონი ლარი.

ქუთაისის მერიის ფანჯრებიდან ჩანს რა მდგომარეობაშია და როგორაა გაუბედურიებული ბულვარი, თუმცა ერთხელ არ გადმოსულან და არ დაუხედავთ ამ სამუშაოებისათვის. გაგვისაჯაროონ ამ პროექტის დეტალები, მუშაობის გრაფიკი, რა სახის სამუშაოები ტარდება და ჩვენ პირადად, „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატები მზად ვართ 24 საათიან რეჟიმში ჩავერთოთ ამ პროექტის მონიტორინგში“ , - განაცხადა „ენმ“-ს  წევრმა, გიგა შუშანიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

რეგიონი ► Მეტის ნახვა