ბაბაევს ბრალი წაუყენეს

სულ ნახვები : 112
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამოქალაქო აქტივისტს და ბიზნესმენს, იოსებ ბაბაევს დღეს, 3 ივლისს ბრალი კიდევ ერთხელ წაუყენეს.

მისი თქმით, ბრალის წაყენება მოხდა ცივილიზებულ პირობებში, განსხვავებით წინა შემთხვევისგან.

ბაბაევის აქვს მოლოდინი, რომ პროკურატურა აღკვეთის ღონისძიების სახით, მის დაკავებას მოითხოვს.

„ბრალი წამიყენეს, მაგრამ სულ სხვა გარემოში, ევროპულ გარემოში. ყველანაირი კანონის დაცვით, სულ სხვა პიროვნებებმა, პოლიციელებმა. უკვე შედეგი დაიდო, ის პოლიციელი, რომელმაც იარაღი ჩამიდო, როდესაც დავინახე ვუთხარი, რომ ის იყო მოძალადე და მან შერცხვენილმა გაიარა. მე ბრალი წამიყენა სხვ, სუფთა პოლიციელმა, რომელმაც გააკეთა პროკურატურის დავალება. სავარაუდოდ პროკურატურა მოითხოვს დაკავებას, თუმცა ამისთვის უნდა ვიბრძოლოთ და ბრძოლას ყოველთვის აქვს აზრი", - განაცხადა მან.

ბაბაევის დაცვის მხარის განცხადებით, ამ შემთხვევაში საქმეში აღარ ფიგურირებს სხვა ცეცხლსასროლი იარაღი გარდა ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღის. მისივე თქმით, მან და მისი დაცვის ქვეშ მყოფმა ბაბევმა, უარი განაცხადეს კონკრეტულ საგამოძიებო ქმედებებში ჩართვისგან, რადგანაც არ ენდობიან გამოძიებას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა