აქციაზე დაკავებული გიორგი მელიქიშვილი სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო

სულ ნახვები : 150
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

14 მაისს დაკავებული არასრულწლოვანი, გიორგი მელიქიშვილი  სასამართლომ უდანაშაულოდ ცნო.

გადაწყვეტილება თბილისი საქალაქო სასამართლოს მოსამართლემ ნინო ენუქიძემ გამოიტანა.

არასრულწლოვანი, რომელიც პოლიციამ იმ დროს დააკავა, როდესაც პარლამენტის შენობის შემაღლებულ ადგილზე ფოტოების გადასაღებად იყო ასული. მას ბრალდება წვრილმან ხულიგნობა და პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობას ედავებოდა. 

მოსამართლემ ხულიგნობა ვერ დაინახა პოლიციელისადმი დაუმორჩილებლობის გამო კი სიტყვიერი შენიშვნა მისცა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა