რა შედეგი მოიტანა „ქართული ოცნების“ ანტიამერიკულმა პროპაგანდამ?

სულ ნახვები : 147
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ქართული ოცნების“ ანტი დასავლურმა და ანტიამერიკულმა პროპაგანდამ და დეზინფორმაციამ, დისკრედიტაციის კამპანიამ რასაც ამერიკის წინააღმდეგ ეწევა ქართული ოცნება, მოიტანა ის, რომ ამერიკამ განუსაზღვრელი ვადით გადადო წვრთნების პროგრამა, რომელსაც საქართველოდან მიმართებით, 2016 წლიდან ხორციელდება, - ამის შესახებ დღეს, პარტია „ახალის“ წარმომადგენელმა, გიორგი ბუტიკაშვილმა ისაუბრა.

მისი თქმით, აშშ-მ საპასუხო ნაბიჯი გადადგა, მმართველი პარტიის ქმედებების მიხედვით.

„ეს იყო ჩვენი უსაფრთხოების და ჯარის გაძლიერების მნიშვნელოვანი პროგრამა, ჩვენი თავდაცვისუნარიანობის გასაზრდელად. შესაბამისად ამერიკის ქცევა არის სწორედ იმის საპასუხოდ, როგორც „ქართული ოცნება“ იქცევა და როგორც მან გადაწყვიტა,რომ აღარ სჭირდება ამერიკასთან ურთიერთობები“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა