სახელმწიფო საზღვრის უკანონოდ კვეთის ფაქტზე სამი პირი დააკავეს

სულ ნახვები : 56
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

საქართველოს სასაზღვრო პოლიციამ, ქვეყნის საზღვრის უკანონოდ, ჯგუფურად გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე, სამი პირი დააკავა.

გავრცელებული ინფორმაციით, ისინი უცხოეთის მოქალაქეები არიან.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო პოლიციის თანამშრომლებმა, ბათუმის სამმართველოს სასაზღვრო სექტორ "სარფის" დასაცავ მონაკვეთზე ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიების შედეგად, უცხო ქვეყნების 3 მოქალაქე - 1986 წელს დაბადებული ზ.ა, 1988 წელს დაბადებული მ.ხ, და 1989 წელს დაბადებული ო.ფ, საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობის ფაქტზე დააკავეს.

დანაშაული 5 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიებამ დაადგინა, რომ ბრალდებულები, სასაზღვრო-საკონტროლო გამტარი პუნქტის გვერდის ავლით, საქართველოდან თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით ჯგუფურად, უკანონოდ ცდილობდნენ საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთას.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19-344-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც საქართველოს სახელმწიფო საზღვრის ჯგუფურად, უკანონოდ გადაკვეთის მცდელობას გულისხმობს“, - ნათქვამია განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა