„ძლიერი საქართველო“ და პრეზიდენტი მოლაპარაკების მაგიდასთან სამშაბათს დასხდებიან

სულ ნახვები : 91
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

სამშაბათს შეხვედრაა დანიშნული კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებსა და პრეზიდენტს შორის, - ეს განცხადება დღეს, 6 ოქტომბერს, კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ბადრი ჯაფარიძემ გააკეთა.

მისი თქმით, მმართველი პარტია იმსახურებს იმ მარცხს, რომელსაც ის 26 ოქტომბერს, არჩევნებზე განიცდის.

„იმსახურებს „ქართული ოცნება“ ამ მწარე მარცხს. ასე რომ, დაველოდოთ ქართველი ხალხის ნების გამოხატვას, თუ რა სხვაობით დამარცხდება „ქართული ოცნება“ დასავლურ ოპოზიციასთან. ვფიქრობ, რომ ეს სხვაობა იქნება დიდი და არჩევნების დღეს გვაჩვენებს, კიდევ ერთხელ იმას, რომ ქართველი ერის ნება არის გაუტეხელი და ქართველი ხალხი არასდროს დათმობს თავისუფლებას.

რაც შეეხება პრეზიდენტის ინიციატივას, ამასთან დაკავშირებით სამშაბათს შეხვედრაა დანიშნული კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერებსა და პრეზიდენტს შორის და იქ შედგება საუბარი მის ინიციატივებთან დაკავშირებით“, - განაცხადა მან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა