გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე - კალაძე ევროკავშირის ელჩზე

სულ ნახვები : 53
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

თბილისის მერი და „ქართული ოცნების“ გენერალური მდივანი, კახა კალაძე, ევროკავშირის სრულუფლებიანი ელჩის საქართველოში, პაველ ჰერჩინსკის განცხადებას ეხმიანება, რომელიც მან, ტელეკომპანიების ეთერში, „ქართული ოცნების“ სარეკლამო ვიდე რგოლების არსებობასთან დაკავშირებით გააკეთა, სადაც უკრაინის ომის, შემზარავი კადრები მმართველ პარტიას, საკუთარი საარჩევნო კამპანიისთვის აქვს გამოყენებული.

კალაძის თქმით, მსგავსი ტიპის განცხადებისთვის, მას განვითარებული ქვეყნიდან, პანღურით გააგდებდნენ.

„ვიღაცას არ მოეწონა, შემზარავია და უიმე რა მძიმეა, ამის  გამო არ გაუშვა, წარმოუდგენელია. კატეგორიულად მიუღებელია ამ ტიპის დამოკიდებულება, თუნდაც ევროკავშირის ელჩის მხრიდან ამ ტიპის განცხადებები. წარმოიდგინეთ ნორმალურ, განვითარებულ ქვეყანაში რომ გამოვიდეს საქართველოს ელჩი და გააკეთოს ამ ტიპის განცხადებები. ყველა განვითარებულ ქვეყანაში, ვინც ასეთ რამეს იკადრებდა, გამოაპანღურებდნენ ქვეყნიდან მაშინვე. უნდა მოვუწოდოთ ყველა საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებს, მთელ მსოფლიოს გავაგებინოთ როგორ იქცევა ევროკავშირის ელჩი და სხვა კონკრეტული საელჩოები“, - განაცხადა კალაძემ მედიასთან საუბრისას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა