ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ - მეთიუ მილერი

სულ ნახვები : 82
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

რუსეთი შეიჭრა საქართველოში 2008 წელს და მისი ტერიტორიის 20%-ის ოკუპაციას ახდენს, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერის, მეთიუ მილერის განცხადებაშია ნათქვამი.

მისი თქმით, აშშ-ის მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის მიმართ უცვლელია.

„ჩვენი მხარდაჭერა უცვლელია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ მის საერთაშორისოდ აღიარების საზღვრებში, ასევე ქართველი ხალხის მისწრაფებისადმი ევროატლანტიკური მომავლისკენ და კონფლიქტის მშვიდობიანი გადაწყვეტისკენ. ჩვენ კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთის ფედერაციას, სრულად შეასრულოს 2008 წელის 12 აგვისტოს ევროკავშირის შუამავლობით მიღწეული ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები და პირობები და დაუყოვნებლივ გაიყვანოს თავისი ჯარი და უსაფრთხოების ძალები საქართველოს ტერიტორიიდან“, - ნათქვამია მილერის განცხადებაში.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა