ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - აფგან სადიგოვი უმძიმეს მდგომარეობაშია

სულ ნახვები : 121
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - როგორ შეიძლება შენი პირადი ინტერესები ადამიანების სიცოცხლეზე, ღირსებასა და უფლებებზე მაღლა დააყენო? - სოციალური სამართლიანობის ცენტრის თანასწორობის პოლიტიკის პროგრამის დირექტორი, თამთა მიქელაძე, საქართველოს ციხეში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტის, აფგან სადიგოვის ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს.

მიქელაძის ინფორმაციით, ჟურნალისტი ციხეში ძალიან მძიმე მდგომარეობაშია და მას გადაადგილებაც კი უჭირს.

 

„უკვე 16 დღეა, რაც აფგან სადიგოვი, უკანონო პატიმრობაში მყოფი აზერბაიჯანელი ჟურნალისტი, ციხეში შიმშილობს. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ძალიან დამძიმდა. მეუღლემ პარასკევს მოინახულა ციხეში და გამიზიარა, რომ მას დამოუკიდებლად გადაადგილებაც კი არ შეუძლია - იმდენად სუსტადაა.

 

აზერბაიჯანში მეორე უკანონო პატიმრობის დროს ის 242 დღე შიმშილობდა, რა დროსაც წონაში 95 კგ-დან 40 კგ-მდე დაიკლო. მას განუვითარდა მძიმე დაავადებები და რეაბილიტაციისთვის რამდენიმე თვე დასჭირდა. საქართველოში ჩამოსვლის ერთ-ერთი მიზანიც წინა წელს სწორედ სათანადო რეაბილიტაცია იყო. ხელახალი შიმშილობა მისთვის ძალიან რთულია და არავინ იცის, როგორ გადაიტანს ამ პროცესს მისი დასუსტებული ორგანიზმი.

შიმშილობა მისთვის საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცებისა და ყურადღების მიქცევის უკანასკნელი გზაა.

 

ეს არის ჩვენი ხელისუფლების სახე - როგორ შეიძლება შენი პირადი ინტერესები ადამიანების სიცოცხლეზე, ღირსებასა და უფლებებზე მაღლა დააყენო? ადამიანი ციხეში ჩააგდეს, მაშინ როცა აზერბაიჯანს ჯერ ექსტრადიციისთვის შესაბამისი სისხლის სამართლის მასალებიც კი არ გამოუგზავნია და არც აფგან სადიგოვისთვის გადაუცია პროკურატურას. მნიშვნელოვანი ჩვენი მედიის აქტიურობა მათი კოლეგის საქმეზე“,  - წერს მიქელაძე.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა
საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა
სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა