„დაიცავი შენი არჩევანი“ - მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება

სულ ნახვები : 97
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„დაიცავი შენი არჩევანი" - ამ ლოზუნგით, დღეს, 6 ოქტომბერს, მთავრობის კანცელარიასთან აქცია გაიმართება.

აქციის ერთ-ერთი მთავარი მოთხოვნა, ემიგრანტებისთვის დამატებითი საარჩევნო უბნების გახსნაა.

როგორც ცნობილია, აქციის ერთ-ერთი ორგანიზატორი, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის ძმა, ოთარ ზურაბიშვილია.

„ორ დღეში იხურება საკონსულო სიები და დიდი ხარვეზები არის უცხოეთში. ყველაფერი არის ძალიან რთულად მათთვის. ჩაწერა, ჯერ ერთი, მერე აღმოჩენა, რომ არ არიან ცესკოს სიებში. იცით, რომ უცხოეთში არის დაახლოებით 1 მლნ ქართველი. ვარაუდია, რომ 350 ათას ადამიანს შეუძლია ხმის მიცემა და ფაქტობრივად, აღმოჩენილია, რომ 67 ათასი ადამიანია ჩაწერილი, რაც არის დიდის სხვაობა, - აცხადებს ზურაბიშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა