„ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს - ლევან ბეჟაშვილი
...
ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ - ამის შესახებ დღეს, 6 ოქტომბერს, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ლევან ბეჟაშვილმა განაცხადა.
ბეჟაშვილი „ტვ პირველის“ ეთერში გასულ, სალომე ზურაბიშვილის ინტერვიუსაც გამოეხმაურა და განაცხადა, რომ მმართველი პარტიის რეიტინგი არ სცდება 25%-ს.
„ყველა საზოგადოებრივი გამოკითხვით „ქართული ოცნება“ აგებს არჩევნებს. მათი საშუალო პროცენტი არ აღემატება 27-28 პროცენტს, ამიტომ ჩვენთვის, პროდასავლური ოპოზიციისთვის, განსაკუთრებით „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობისათვის, რომელიც ფლაგმანია ოპოზიციის და გამარჯვების მთავარი პრეტენდენტია, მნიშვნელოვანია, რომ რაც შეიძლება მეტი ადამიანი მივიდეს არჩევნებზე, რათა ხალხის გამარჯვება ერთად გავაფორმოთ.“- განაცხადა ლევან ბეჟაშვილმა