„ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობა“ კონცენტრირებულია გამარჯვებაზე - ლევან სანიკიძე

სულ ნახვები : 71
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

„ერთიანობა -  ნაციონალური მოძრაობა“ კონცენტრირებულია გამარჯვებაზე 26 ოქტომბერს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება უპრეცედენტო აქტივობა და მათ შორის, შემდგომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ქვეყანას დავაბრუნებთ ევროინტეგრაციის გზაზე, - ასე ეხმიანება, „ერთიანობა - ნაციონალური მოძრაობის“ პრესსპიკერი, ლევან სანიკიძე, საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის განცხადებას.

სალომე ზურაბიშვილის განცხადების საპასუხოდ, სანიკიძემ ხაზი გაუსვა იმას, რომ სწორედ ენმ იქნება ის ძალა, რომელიც მოახდენს ფორმირებას მინისტრთა კაბინეტის, სხვა პარტნიორებთან ერთად, თუმცა მას არ უსაუბრია იმაზე, თუ რა პოზიცია აქვს, პრეზიდენტის შეთავაზებაზე, საერთო პრემიერ-მინისტრობის კანდიდატურაზე.

„ „ერთიანობა ნაციონალური მოძრაობა“ კონცენტრირებულია გამარჯვებაზე 26 ოქტომბერს. ჩვენ გვჯერა, რომ ჩვენს ამომრჩეველს ექნება უპრეცედენტო აქტივობა და მათ შორის, შემდგომ კოალიციურ პარტნიორებთან ერთად ჩვენ ვიქნებით ის მამოძრავებელი ძალა, რომელიც შეძლებს მომავალ მთავრობასთან დაკავშირებით კონკრეტული კონსენსუსი მიღწევას, სადაც ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ ვიქნებით მოტივირებული გავატაროთ ქართველი ხალხის და ჩვენი ამომრჩევლის მთავარი ინტერესი, ქვეყანა დავაბრუნოთ ევროინტეგრაციის გზაზე, გამოვიყვანოთ იზოლაციიდან და ქვეყანაში მოვიზიდოთ ათეულობით მილიარდის უცხოური ინვესტიცია, რომელიც მოხმარდება ჩვენი ხალხის კეთილდღეობასა და ევროპულ მომავალს.“ - განაცხადა ლევან სანიკიძემ.

 

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა