„გახარია საქართველოსთვის“ გუნდში არასდროს გვითქვამს, რომ დროებით მთავრობას ვეთანხმებით - აქუბარდია

სულ ნახვები : 76
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პრეზიდენტს შეიძლება, ჰყავდეს გუნებაში კონკრეტული ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, იყოს შეთავაზებული, მაგრამ ამ ტიპის კონსულტაციები არ ყოფილა ამ ეტაპზე, - ასე ეხმიანება „გახარია საქართველოსთვის“ გუნდის წევრი, თეონა აქუბარდია, საქართველოს პრეზიდენტის განცხადებას, დროებითი მთავრობის პრემიერობის კანდიდატთან დაკავშირებით.

აქუბარდიას თქმით, გახარიას გუნდი არ ეთანხმება დროებითი მთავრობის იდეას, რადგანაც ეს ძალიან სახიფათოა ქვეყნისთვის.

„ „გახარია საქართველოსთვის“ გუნდში არასდროს გვითქვამს, რომ დროებით მთავრობას ვეთანხმებით, რადგან ეს შეიცავს მნიშვნელოვან რისკებს და არ არის საჭირო. რაც შეეხება მომავალ მთავრობას, ამასთან დაკავშირებით არ ყოფილა კონკრეტული კონსულტაციები.

პრეზიდენტს შეიძლება, ჰყავდეს გუნებაში კონკრეტული ადამიანი, რომელიც შესაძლებელია, იყოს შეთავაზებული, მაგრამ ამ ტიპის კონსულტაციები არ ყოფილა ამ ეტაპზე. ჩვენ ხომ არ ვიცით, ვისზეა საუბარი, ამიტომ ის, რაც ჯერ დეტალურად არ არის განხილული, ამაზე პოზიციის თქმა შეუძლებელია. დაველოდებით პრეზიდენტის შეთავაზებას კონსულტაციებზე, თუმცა ერთწლიანი მთავრობა არ არის ჩვენთვის მისაღები, რადგან საფრთხეებს შეიცავს, ქვეყანას ახლა სჭირდება ევროკავშირისკენ სწრაფი ტემპით სვლა. ვადებთან დაკავშირებით ჩვენი პოზიცია უცვლელია, არ ვიზიარებთ იმას, რომ დროებითი უნდა იყოს მთავრობა, თუმცა ცხრა ევროპული რეკომენდაცია არის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ისევე, როგორც მთავრობის ფორმირებისას პროფესიონალური ნიშნით დაკომპლექტების საკითხის განხილვა მისაღებად მიგვაჩნია“, - განაცხადა აქუბარდიამ.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

პოლიტიკა ► Მეტის ნახვა