დღეს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას იწყებს

სულ ნახვები : 81
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

დღეს საპროკურორო საბჭო გენერალური პროკურორობის კანდიდატებად წარმოდგენილ პირებთან ინდივიდუალურ გასაუბრებას იწყებს - ყველა პირთან საბჭო ინდივიდუალურ გასაუბრებას ჩაატარებს. პროცესის ღიაობისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფისთვის პროცესი "ლაივ სტრიმით“ გადაიცემა.

გენერალური პროკურორის ვაკანტურ თანამდებობაზე 11 კანდიდატურაა დარეგისტრირებული.  მათგან 5 პირს სათანადო დოკუმენტაციის წარმოუდგენლობის გამო საბჭომ ხარვეზი დაუდგინა და მის აღმოსაფხვრელად ვადა 3 ივლისამდე ჰქონდათ.

ხარვეზის აღმოუფხვრელობის შემთხვევაში საბჭო გადაწყვეტს მათი სიაში დატოვების ან შერჩევის პროცესიდან მოხსნის საკითხს.

ცნობისთვის, საბჭო ერთიან სიაში შეყვანილ კანდიდატებად წარმოდგენილ პირებს კენჭს ფარული წესით უყრის და პროფესიონალიზმის, კვალიფიკაციის, გამოცდილების, ზნეობისა და მორალური ღირებულებების გათვალისწინებით, პროკურორობის არანაკლებ 3 კანდიდატს შეარჩევს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა