დაკავებული სამოქალაქო აქტივისტების საქმეს ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავს

სულ ნახვები : 104
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

საქალაქო სასამართლოს მოსამართლე, ნატო ხუჯაძემ დაკავებული სამოქალაქო აქტივისტები, რომლებიც რუსულ კანონს აპროტესტებდნენ პატიმრობაში დატოვა.

უფლებადამცველ შოთა თუთბერიძის განცხადებით, ყველა აქტივისტის საქმეს ერთი და იგივე მოსამართლე განიხილავს რაც ყურადსაღებია და მისივე თქმით, ნატო ხუჯაძე პოლიტიკურ დავალებას ასრულებს.

„საქმეები თავის ხასიათით პოლიტიკურია და არაფერს არ უკავშირდება თუ არა იმ პროტესტს, რაშიც ამ ადამიანებმა მონაწილეობა მიიღეს და დამიზნებულია არა უშუალოდ ამ ახალგაზრდების წინააღმდეგ, არამედ სხვა პროტესტანტების წინააღმდეგ და მიზნად ისახავს პროტესტის ჩახშობას. შემიძლია ვთქვა, რომ საქალაქო სასამართლოში ნიშანდობლივად ერთი საქმე ეწერება ერთი და იგივე მოსამართლეს, ეს არის ქალბატონი ნატო ხუჯაძე. 400 ლარიანი ჯარიმის გამო დატოვა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, რადგანაც მიკერძოებული პოლიტიკური დავალება შეასრულოს“, - განაცხადა მან.

ცნობისთვის, პატიმრობაში რჩებიან: ოკრიბელაშვილი ომარი და საბა მეფარიძე, რომლებსაც პარლამენტის წინ არსებული ჯებირის დაზიანება ედებათ ბრალად და ორიდან სამ წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ასევე პატიმრობაში რჩება, ანდრეი რაუდბერგი, რომელიც პარლამენტის წინ განთავსებული ვიდეო კამერის დაზიანება ედება ბრალად და აღნიშნულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ხუთი წლით თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა