პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი საქართველოში არ შემოუშვეს

სულ ნახვები : 87
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე რუსი აქტივისტი, ბორის ზოლოტარევსკი, საქართველოში არ შემოუშვეს.

როგორც აქტივისტი აცხადებს, მესაზღვრეებმა ყოველგვარი ახსნა-განმარტების გარეშე ავტობუსიდან ჩამოსვეს და მოსაცდელ ოთახში რამდენიმე საათი ალოდინეს.

პუტინის პოლიტიკის მოწინააღმდეგე აქტვისტი აღნიშნულს სწორედ მის შეხედულებებსა და ქმედებებს უკავშირებს.

აღსანიშნავია, რომ აქტივისტი სამი წელია საქართველოში ცხოვრობს და მუშაობს. 

„ავტობუსით ვბრუნდებოდი სომხეთიდან საქართველოში, სტარნდარტულად ამოწმებდნენ ყველას პასპორტ-კონტროლის დრო და როცა ჩემი ჯერი დადგა მესაზღვრეებს თვალები გაუფართოვდათ ჩემი პასპორტის დანახვისას. ორი საათი მალოდინეს, ერთმანეთთან რეკავდნენ და კამერაში მაფიქსირებდნენ. შემდეგ კი მითხრეს, რომ საქართველოში ვერ შევიდოდი, ხოლო როცა მიზეზი ვიკითხე დოკუმენტები გადმომცეს სტანდარტული ფორმულირებით. ჩემთვის ამ დრომდე დაუდგენელია რის გამო დამაბრუნეს საზღვრიდან.

მე რუსეთიდან პუტინის ხელისუფლებასთან დაპირისპირების გამო გამომაქციეს, თუმცა იქაც კი არ დამირღვევია კანონი, ასე რომ ყოფილიყო წამში დამაკავებნენ. რა თქმა უნდა, არც საქართველოში დამირღვევია კანონი ქვეყანაში ცხოვრების განმავლობაში.

არაფერს ვმალავ - უკრაინისა და საქართველოს ანექსიის წინააღმდეგ ვიბრძვი, საოკუპაციო ხაზთან 20-ჯერ მაინც ვარ ნამყოფი და საჯარო აქციებიც დამიგეგმავს“, - აცხადებს აქტივისტი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა