ლიანა ისაკაძეს ხვალ მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ

სულ ნახვები : 64
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

მევიოლინე ლიანა ისაკაძეს ხვალ, 7 ივლისს, მახათას მთაზე, საზოგადო მოღვაწეთა პანთეონში დაკრძალავენ.

ლიანა ისაკაძის სამოქალაქო პანაშვიდი 6 ივლისს წმინდა პანტელეიმონის სახელობის ეკლესიაში გაიმართება.

მუსიკოსს 7 ივლისს, 14:00 საათზე თბილისის ზაქარია ფალიაშვილის სახელობის ოპერისა და ბალეტის სახელმწიფო თეატრიდან გამოასვენებენ.

ცნობისთვის, მუსიკოსი, მევიოლინე ლიანა ისაკაძე 78 წლის ასაკში გუშინ, 5 ივლისს, გარდაიცვალა.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

საზოგადოება ► პერსონა Მეტის ნახვა