კულტურის მინისტრის მორიგი კრახი - წულუკიანმა კიდევ ერთი სასამართლო წააგო

სულ ნახვები : 148
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

კულტურის მინისტრის მორიგი კრახი - თეა წულუკიანმა კიდევ ერთი სასამართლო წააგო.

2022 წელს წულუკიანმა ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, ვალერი ზარიძე, რეოგანიზაციის მიზეზით გაათავისუფლა, თუმცა სასამართლომ დაადგინა, რომ ზარიძე უკანონოდ და უსამართლოდ გაათავისუფლეს.

გამოძიებით დადგინა, რომ რეორგანიზაციას და ხელოვანის კომპეტენციის დაწუნება უსაფუძვლო და უსამართლო იყო. შესაბამისად, კულტურის სამინისტროს მოუწევს კომპენსაციის სახით ზარიძეს 6 000 ლარი და 2022 წლიდან დღემდე განაცდური გადაუხადოს.

ხელოვნებათმცოდნეები აღნიშნულ რეპრესიებს უსამართლო და „უნამუსო“ პროცესებს უწოდებენ.

„მე არ მიკვირს, რომ წულუკიანი აგებს სასამართლოებს, იმიტომ რომ საკმაოდ უნამუსო პროცესები ჩაატარა მან - პროფესიონალები ჩამოაშორა ეროვნულ მუზეუმს და არა მარტო, ყველა იმ კულტურულ დაწესებულებებს, სადაც მართლა პროფესიონალებს მიჰყავდათ ყველაზე კარგად ამა თუ იმ ორგანიზაციას მდგომარეობა.

მოაშორა და შექმნა „მლიქვნელთა, უნიჭთა, საშუალოდ ნიჭიერთა და მატყუარა ისტორიკოსთა“ გაერთიანება“, - ამბობს ეროვნული მუზეუმის ყოფილი თანამშრომელი, ლიკა მამაცაშვილი.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა