თბილისის საქალაქო სასამართლოში ლაზარე გრიგორიადისის საქმე განიხილება

სულ ნახვები : 174
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ლაზარე გრიგორიადისის წინააღმდეგ მიმდინარე ადმინისტრაციულ საქმეს თბილისის საქალაქო სასამართლოში მოსამართლე ირაკლი ჩიკაშუა განიხილავს.

გამოძიება გრიგორიადისს ხულიგნობისა და პოლიციის მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას ბრალდებით ედავება.

საქმეზე მოწმედ იკითხებიან პოლიციელები.

გრიგორიადისის თქმით, ის რობოკოპებმა დააკავეს, ხოლო პროცესზე პოლიციელები იკითხებიან, რომლებმაც მისი დაკავების ოქმი შეადგინეს.

„ვინც დამაკავეს არა, ვისაც გადამცეს მერე რობოკოპებმა და ვინც შეადგინა ოქმი, ისინი არიან. ესენი არ არიან ის პირები, რომლებმაც დამაკავეს", - თქვა ლაზარე გრიგორიადისმა.

მისი ადვოკატის განცხადებით, გრიგორიადისი სამართალდამცველებმა მოიტაცეს და დაკავების შემდეგ მას სასტიკად გაუსწორდნენ.

მისი თქმით ამ ფაქტით სპეციალური საგამოძიებო სამსახური უნდა დაინტერესდეს.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სამართალი ► კრიმინალი ► Მეტის ნახვა