ნიანგმა 12 წლის გოგონა დაგლიჯა - უბედური შემთხვევა ავსტრალიაში

სულ ნახვები : 496
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ავსტრალიის პოლიციამ 12 წლის გოგონას ნეშტი იპოვა, რომელსაც პატარა მდინარეში ბანაობისას ნიანგი დაესხა თავს. ამის შესახებ არხი Sky News იუწყება.

„ეს საშინელი ამბავია ოჯახისთვის, საზოგადოებისთვის და ყველასთვის, ვინც ბავშვის ძებნაში მონაწილეობს“, - თქვა უფროსმა სერჟანტმა ერიკა გიბსონმა.

გოგონა სამშაბათს ადგილობრივი დროით 17:30 საათზე გაუჩინარდა, მალევე მას შემდეგ, რაც ის და მისი ოჯახი საბანაოდ წავიდნენ მდინარეში პალუპას მახლობლად, დაახლოებით 350 კაციან შორეულ ქალაქში, რომელიც შვიდი საათის სავალზე მდებარეობს ავსტრალიის ჩრდილოეთ ტერიტორიის დედაქალაქ დარვინიდან.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა