რუსი ოპოზიციონერი კარა-მურზა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს

სულ ნახვები : 155
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

..

ვლადიმერ კარა-მურზა ციხის საავადმყოფოში გადაიყვანეს. ადვოკატებს მისი ნახვის უფლება არ აქვთ.

ამის შესახებ პოლიტპატიმარის კარა-მურზას მეუღლემ განაცხადა. მისი თქმით, ოპოზიციონერი ომსკის ოლქის ფედერალური სასჯელაღსრულების სამსახურის მე-11 რეგიონალურ საავადმყოფოში იმყოფება.

პოლიტიკოსის მეუღლე აღნიშნავს, რომ ადვოკატები ორი დღის განმავლობაში ცდილობდნენ საავადმყოფოში მისვლას - თავიდან მათ უთხრეს, რომ კარა-მურზა არ მოიყვანეს, შემდეგ კი დაჰპირდნენ, რომ შეუშვებდნენ, მაგრამ ეს არ მოხდა. სასჯელაღსრულების დაწესებულებებში შაბათი და კვირა დასვენების დღეებია.

ქალბატონი იხსენებს, რომ პოლიტიკოსს აწუხებს პოლინეიროპათია, დაავადება, რომელიც შედის იმ დაავადებების სიაში, რომლებიც ხელს უშლის სასჯელის მოხდას.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

მსოფლიო ► Მეტის ნახვა