მე ვითხოვ ლოგიკას - იულიან ნიგელსმანი

სულ ნახვები : 330
Მიახლოება გადიდება წაიკითხეთ მოგვიანებით ბეჭდვა

...

ევრო 2024-ის მასპინძელი გერმანია ესპანეთმა ჩემპიონატს გამოთიშა. დრამატულ შეხვედრაში ანგარიში 51-ე წუთზე დანი ოლმომ გახსნა, 89-ე წუთზე ფლორიან ვირცმა გაათანაბრა, 119-ზე კი კვლავ ოლმოს პასით მიკელ მორინომ გამარჯვების გოლი შეაგდო. ოლმო, ცხადია, მატჩის საუკეთესო მოთამაშედ აღიარეს.

„უპირველეს ყოვლისა, მინდა ესპანელებს გამარჯვება მივულოცო. ჩვენ შეხვედრა ცუდად დავიწყეთ, სიზუსტე გვაკლდა და ხშირად ვჯარიმდებოდით. პირველ ტაიმში მეტოქე თავს კარგად ვერ იცავდა, მაგრამ ამით ვერ ვისარგებლეთ. ჩვენ დაცვაში კარგად ვთამაშობდით. ეს იყო ღია თამაში. მეორე ნახევარში უკვე სწორად ვმოქმედებდით, ბევრი მომენტიც გვქონდა, მაგრამ ვერ გავიმარჯვეთ. მეტი გვეკუთვნოდა. ესპანელების მეორე გოლი დაცვის შეცდომის გამო გავუშვით“, - თქვა მატჩის შემდეგ გერმანელთა მწვრთნელმა, იულიან ნაგელსმანმა.

გერმანელების მწვრთნელს ცხადია, იმ ეპიზოდზეც ჰკითხეს, როდესაც ესპანელმა მცველმა მარკ კუკურეიამ საჯარიმოში აშკარად ხელით ითამაშა, ინგლისელმა მსაჯმა ენტონი ტეილორმა კი პენალტი არ დანიშნა.

ნაგელსმანი: „მე ვისურვებდი, ხელით თამაშის დროს ფეხბურთელის განზარხვა ფასდებოდეს. ახლა გაუგებარია, ვის რა სურდა, როდის რა მოიმოქმედა. უნდა არსებობდეს ხელოვნური ინტელექტი, რომელიც განსაზღვრავს, როდის საით მიდიოდა ბურთი და საით ხელი. წარმოდგენა არ მაქვს, დღევანდელ ეპიზოდში რომელი წესით იხელმძღვანელეს მსაჯებმა. მე ლოგიკას ვითხოვ, მეტი არაფერი მინდა. ვერ ვხვდები, როდის არის ხელით თამაში ბუნებრივი და როდის არაბუნებრივი“.

შემდეგ კი ნაგელსმანმა წაგებით გამოწვეულ გულის ტკივილზე ილაპარაკა: „ჩემი ფეხბურთელები ერთად, როგორც ჯგუფი, წაგებას არ იმსახურებდნენ. ისინი მთელი ექვსი კვირის განმავლობაში პრობლემის გარეშე მიდიოდნენ. დღეს გერმანია ძალიან დამწუხრებულია, მაგრამ იმედი მაქვს, რომ ის რაც მოხდა, ძალების გაერთიანებისა და უკეთეს გუნდად ჩამოყალიბების წინაპირობად იქცევა. ძალიან განვიცდი ბიჭების ამბავს. ჩვენ ბევრი შრომა გავწიეთ, რომ გაგვემარჯვა“.

Მეტის ნახვა

უახლესი ვიდეოები

სპორტი ► Მეტის ნახვა